სოლიდარობა დევიდ შინს

ჩვენ ვართ ჟურნალისტები, რომლებიც  ვცდილობთ გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება ჩვენი კოლეგის დევიდ შინის წინააღმდეგ წამოწყებულ საქმეზე, ცილისწამების ბრალდებით. მას უჩივის ისრაელის ერთ-ერთი  წამყვანი გენერალი, იზრაელ ზივი.

შინი ყველასათვის პატივსაცემი რეპორტიორი და ანალიტიკოსია, რომელიც იზრაელის საზოგადოების ძალიან კარგად იცნობს და  რეგულარულად იკვლევს  რასიზმისა  და ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებს.

წლების მანძილზე, ისრაელის მედიის მიერ ჩატარებული არაერთი გამოძიება მის სახელს მსოფლიოს ყველაზე მახინჯ რეჟიმებს უკავშირებდა.

შინის ზივთან  დაკავშირებული კომენტარები პროვოცირებული იყო სწორედ ასეთი სახის უკანასკნელი  გამოძიებით, რომელიც გასული წლის ბოლოს განახორციელა ისრაულის მეორე არხმა  – Channel 2 TV. მათ გამოაქვეყნეს  ზივსა და მის ბიზნეს პარტნიორების საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ისინი განიხილავდნენ სალვა კიირ მაიარდიტის, სამხრეთ სუდანის პრეზიდენტის რეპუტაციის აღდგენის საკითხს.

ეს მოხდა მას შემდეგ რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოავლინა რომ სალვა კიირი ნებას აძლევდა მის დაქვემდებარებაში მყოფ ჯარისკაცებს, მასობრივად  გაეუპატიურებინათ  ქალები და ბავშვები.  ზივმა და მისმა გუნდმა მოახდინეს გაუპატიურების მსვერპლის ექსპლუატირება, მიიყვანეს რა იგი გაეროს გენერალურ ასამბლეაში, იმისათვის რომ სალვა კიირს დაედანაშაულებინა ადგილობრივი აფრიკელი ტომები ომის ასეთი დანაშაულის ჩადენაში.

მიუხედავად  იმისა რომ როგორც მეორე  არხმა ასევე სამხედრო რადიომ შეთავაზა ზივს ეუარყო მოცემული ფაქტების სისწორე, მან აღნიშნულზე უარი განაცხადა.

შემდგომ  სტატიაში შინი წერს იმის თაობაზე თუ როგორ ეპყრობოდნენ აფრიკელ მოსახლეობას ისრაელელები და ის კრიტიკულად აფასებდა ზივის ქმედებებს.  სწორედ ამისთვის უჩივიან მიუხედავად იმისა რომ ასეთ კრიტიკა აშკარად  დაცულია ჟურნალისტის იმ უფლებით რომ მას შეუძლია სამართლიანი კომენტარი გააკეთოს ისეთ საკითხებზე რაც საჯარო ინტერესის სფეროშია.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა როდესაც ზივმა მოინდომა ჟურნალისტების გაჩუმება.

ებრაულმა ვებ საიტიმა Local Call მა მიიღო მუქარის გზავნილები ზივისგან  საქმისთვის მსვლელობისმიცემის შესახებ, მისი საქმიანობის გაშუქების გამო.

ასევე საოცრად მცირე დროში გაზეთმა Haaretz მა საკუთარი ვებ გვერდიდან აიღო, 2009 და 2011 წლებში გამოქვეყნებული, 5 საგამოძიებო სტატია ზივის ბიზნეს საქმიანობის შესახებ გვინეასა და აფხაზეთში .  ასევე მან გაწყვიტა ურთიერთობა ჟურნალისტთან რომელმაც დაწერა სტატიები ზივის საქმიანობასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც ზივმა გამოთქვა უკმაყოფილება. არც ერთი მხარე არ არის მზად ამის შესახებ ისაუბროს.

აღსანიშნავია, რომ  მეორე არხის გამოძიებამ გამოაშკარავა საუბარი  ზივსა და მის პარტნიორებს შორის სადაც ლაპარაკია რომ მის კომპანიას, შეეძლო მანიპულირება და მიზანმიმართულად მედიის შეცდომაში შეყვანა სალვა კიირის სასტიკ პოლიტიკასთან დაკავშირებით სამხრეთ სუდანში. საუბრიდან ირკვევა რომ ზივს სწამს , რომ ჟურნალისტები მის ინტერესებს უნდა ემსახურებოდნენ და არ უნდა იქცეოდნენ როგორც დამოუკიდებელი პირები რომელიც აკვირდებიან  ძალაუფლების კეთილგონივრულ თუ არამართლზომიერ გამოყენებას.

ასევე აღსანიშნავია რომ ზივი არ უჩივის ისეთ დიდ ორგანიზაციას როგორიცაა მეორე არხი, რომელმაც გამოაქვეყნა თავდაპირველი ბრალდებები  და რომელიც  მზადყოფნაშია დაიცვას საკუთარი თავი სასამართლოში. მან სამიზნეში ამოიღო დამოუკიდებელი ჟურნალისტი რითიც ასევე ცდილობს დააშინოს სხვა რეპორტიორები. ეს არის ზუსტი არსი  საქმისა SLAPP  რომელიც მიზნად ისახავს ცენზურის ქვეშ გაატაროს,დააშინოს და გააჩუმოს  ყველა კრიტიკული აზრის მქონე პირი, იმით რომ მათ დააკისროს სასამართლო დაცვის ხარჯები თუ ისინი თავს არ დაანებებენ კრიტიკას და დაპირისპირებას.

მნიშვნელოვანია რომ ჟურნალისტური თავისუფლების პრინციპი ძალაში დარჩეს და ზივმა ვერ შეძლოს გამოიყენოს სასამართლო თავისი ინტერესების შესაბამისად,  თავის თავი და ბიზნესი აარიდოს შემოწმებასა თუ კრიტიკას.  ამის გათვალისწინებით ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ დევიდ შინს და მოვუწოდებთ სასამართლოს არ მისცეს საქმეს მსვლელობა.

ჟურნალისტები მოწვეულნი არიან ამ სახელწოდების მხარდასაჭერად მათი სახელები:

 

Advertisements